მეღვინეობა

ქართული კლასიკური მეღვინეობა წინანდლის მამულში დაიბადა. მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ საქართველოში ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგია შემოიტანა და ქართული ღვინის ახალი სტანდარტი შექმნა. წინანდლის მამულში საქართველოში პირველად ჩამოისხა ღვინო ბოთლში.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ ენოთეკაში დღესაც დაცულია თავადის ძვირფასი ღვინის კოლექცია - 16 500 ბოთლი ღვინო. მათ შორისაა საქართველოში უძველესი, 1841 წელს ბოთლში ჩამოსხმული ღვინო - 1839 წლის წინანდლის მამულის საფერავი.
მამული დღემდე აგრძელებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრადიციას: ერთის მხრივ, მიჰყვება კლასიკურ ევროპულ მეღვინეობას და მეორეს მხრივ, უცვლელად იცავს ქართული, 8000-წლოვანი ქვევრის მეღვინეობის ტრადიციას. წინანდლის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე ღვინის საწარმოში, NASA-ს შედუღებითი ტექნოლოგიით დამზადებული იტალიური Albrigi-ს ავზებისა და ბურგუნდიული ღვინის კასრების გვერდით, იმერული და მაკათუბნური ქვევრებია განლაგებული, რომლებიც ექსკლუზიურად წინანდლის მარნისთვის არის შექმნილი. დღეისათვის „წინანდლის მამული“20-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს.

აქვეა არყის საუკეთესო სახდელი, სადაც საფერავისა და რქაწითელის საუკეთესო ჭაჭა და ხილის ორნახადი არაყი მზადდება. Barison-ის უმაღლესი სტანდარტის იტალიური სახდელი წინანდლის მარანში დაწურული ჭაჭის და ხილის არყის სრულყოფილ ხარისხს, განსაკუთრებულ არომატს და სისუფთავეს უზრუნველყოფს.
ყველა
თეთრი ღვინო
წითელი ღვინო
ღვინო როზე
დესერტის ღვინო
ქვევრის ღვინო
ჭაჭა და ხილის არაყი
ცქრიალა ღვინო
საექსპორტო ქვეყნები

საფრანგეთი – contact@lepontcaucasien.com, https://lepontcaucasien.com

გერმანია – info@bebugroup.eu, www.bebugroup.eu

შვეიცარია, აშშ, იაპონია, აზერბაიჯანი, ესპანეთი