სასტუმრო პარკ ჰოტელი
ტერასა-ბარი და რესტორანი
ტერასა-ბარი - „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის“ ბოლო, სპა-სართულზე მდებარეობს და დამსვენებლებს, აუზში ცურვის და განტვირთვის პარალელურად, ალკოჰოლური თუ ჯანსაღი კოქტეილებით და გემრიელი, მსუბუქი კერძებით უმასპინძლდება. ტერასა-ბარიდან წინანდლისა და კავკასიონის ულამაზესი, მომაჯადოვებელი პანორამული ხედები იშლება და დამსვენებლების ემოციური რელაქსაცია სრულყოფილებამდე მიჰყავს. წინანდლის მამულის „პარკ ჰოტელის“ სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ სასტუმროს რესტორნის შიდა და გარე, ტერასულ სივრცეებში, ქართველი შეფ-მზარეულის მიერ შექმნილი, მოდერნიზებული ტრადიციული კერძები და წინანდლის მარნის საუცხოო ღვინო დააგემოვნონ, პარალელურად კი კავკასიონის დიდებული ხედით დატკბნენ.
სასტუმრო პარკ ჰოტელი