წინანდლის მუზეუმი
წინანდლის მამულში სტუმრობა ისტორიაში გასეირნებას ჰგავს. ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის უნიკალური ექსპონატები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წევრების ცხოვრებაზე, ღირებულებებზე, ხასიათსა და გემოვნება-შეხედულებებზე მოგითხრობენ და თქვენ თვალწინ აცოცხლებენ მე-19 საუკუნის საქართველოს.

ენოთეკა
ვიზიტი XIX საუკუნის ენოთეკაში, სადაც დაცულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ძვირფასი ღვინის კოლექცია, რომელიც 70 დასახელების 16500 ბოთლ ღვინოს მოიცავს.

პარკი
ალექსანდრე ჭავჭავაძემ, წინანდლის მამულის მოწყობისას, განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია სასახლის გარშემო ულამაზესი ბაღის გასაშენებლად. მან ბაღში მიწისქვეშა საირიგაციო სისტემა მოაწყო; ინგლისიდან მოიწვია ლანდშაფტის არქიტექტორები. სწორედ მათი დახმარებით დაგეგმა და გააშენა წინანდლის უნიკალური, 18 ჰექტარზე გადაშლილი ბაღნარი, სადაც დღემდე 1600-ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარეა წარმოდგენილი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.