სასტუმრო პარკ ჰოტელი

წინანდლის ისტორიულ მამულში სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ 2019 წელს გაიხსნა. თანამედროვე ახალგაზრდების გემოვნებასა და მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული სასტუმრო, წინანდლის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის მთავარი მასპინძელია. შესაბამისად, „პარკ ჰოტელის“ მთავარ კონცეფციად სწორედ მუსიკა, სტრიტ-არტი, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინი იქნა არჩეული.
„პარკ ჰოტელის“ ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა თამარ ვალიშვილმა იმუშავა. კედლების სივრცულ-გეომეტრიული მოხატულობა, ემოციური თემატიკის, სტრიტ-არტის და მუსიკალური მხატვრული კომპოზიციები კი მხატვარებს - ქეთი დავლიანიძეს და გიორგი ქაცარავას ეკუთვნით.

სასტუმროს 3 სართულზე 72 კომფორტული, ინდუსტრიული სტილის ინტერიერის ოთახია განლაგებული. ოთახების დიზაინი საგანგებოდ შეიქმნა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსებისთვის. ფესტივალის პერიოდში ოთახები მუსიკოსებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებით აღიჭურვება ხოლმე, სხვა დანარჩენ დროს კი სასემინარო და საკონფერენციო დარბაზების ფუნქციას ასრულებს.
ტერასა ბარი და რესტორანი

„პარკ ჰოტელის“ სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ სასტუმროს რესტორნის შიდა სივრცესა და ღია ვერანდაზე ქართველი შეფ-მზარეულის მიერ შექმნილ, მოდერნიზებულ ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, წინანდლის მარნის საუცხოო ღვინო და კოქტეილები დააგემოვნონ და წინანდლის მშვენიერი ხედებით დატკბნენ.

„პარკ ჰოტელის“ სტუმრები: ოჯახები, ახალგაზრდები თუ საქმიან ვიზიტზე მყოფი ადამიანები, წინანდლის მამულში განთავსებული ყველანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურითა თუ დასასვენებელი სივრცეებით სარგებლობენ. მათ შორისაა: სპა-ცენტრი, საუნა, ფიტნეს კლუბი, „რადისონ ქოლექშენ წინანდლის“ ბოლო სართულზე განთავსებული ღია აუზი და მამულის ტერიტორიაზე ახლადგახსნილი დახურული აუზი.

ინტერიერი

სასტუმროში ჩამოსულ სტუმრებს აქტიური დასვენებისთვის აუცილებელი და ჯანსაღ ცხოვრების წესზე მორგებული ინფრასტრუქტურა ხვდებათ: ველო-ბილიკები, ჩოგბურთის კორტები და სხვა სამაგიდო თამაშები.

აქტივობები