მეღვინეობა

მეღვინე

წინანდლის მამულის მთავარი მეღვინე და ექსკლუზიური, უძვირფასესი ღვინოების შემქმნელი - დავით მაისურაძე ჯერ კიდევ 1988-1991 წლებში ხელმძღვანელობდა წინანდლის ღვინის ქარხნის მეღვინეობას. გავიდა წლები და 2013 წელს ბატონი დავითი კვლავ დაუბრუნდა განახლებულ „წინანდლის მამულს“. „დღეს წინანდლის მარანში ტექნოლოგიურად სრულებით განსხვავებული მდგომარეობაა. ადრე შერჩევები სხვაგვარად კეთდებოდა და მარანს არც საკუთარი ვენახი ჰქონდა. დღევანდელ წინანდლის მარანს კი აქვს საუკეთესო ვენახი უნიკალური ტერუარით, ასევე უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარები და ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რაც უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა“ - დავით მაისურაძე.

2013 წლიდან დავით მაისურაძე ახლებური შემართებით და ინოვაციური იდეებით ჩაუდგა „წინანდლის მამულის“ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს სათავეში. შედეგმაც არ დააყოვნა. გაჩნდა განსაკუთრებულად არომატული, მათრობელა „ნათელა“, შინდისფრად მოლივლივე მწიფე „სოფია“, მდიდარი და ელეგანტური „ნინო Veuve Griboyedoff“ და სხვა შედევრები.

დავით მაისურაძე, წინანდლის მარანთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ღვინის უდიდეს ევროპულ კომპანიებთან. იტალიელ, ფრანგ და გერმანელ ღვინის მწარმოებლებს იგი პროფესიონალურ კონსულტაციას უწევს ღვინისწარმოებაში.