წინანდლის ფესტივალი

ფესტივალის შესახებ

წინანდლის ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად “პარკ ჰოტელი” მასპინძლობს, ქართული არაკომერციული ფონდია. მისი ძირითადი მიზანი კავკასიის რეგიონში მუსიკის პოპულარიზაციაა. ფესტივალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოჩენილ შემსრულებლებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებსა და მუსიკოსებს იზიდავს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებს, კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, იშვიათი შესაძლებლობა აქვთ, ეზიარონ მუსიკის სამყაროს და კლასიკური მუსიკის კაშკაშა ვარსკვლავების მიერ ჩატარებული პროფესიული სემინარებისა და მასტერკლასების მეშვეობით, მუსიკალური განათლება გაიღრმავონ.