ისტორია

ჭავჭავაძეების მამულის საინტერესო და ამაღელვებელი ამბავი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ზუსტად 2 საუკუნის წინ, იმდროინდელი წარჩინებული ქართული საზოგადოების გამორჩეულმა სახემ, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ საგვარეულო მამული თავისი დროის კულტურულ-ინტელექტუალურ კერად და ულამაზეს ბაღნარად გადააქცია.

ალექსანდრე ჭავჭავაძე, წინანდლის ისტორიის მთავარი გმირი, დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ეს ეპოქალური ადამიანი ერთდროულად იყო შესანიშნავი მეღვინე, პოეტი, ბიზნესმენი, სამხედრო პირი და ქართული რომანტიზმის ფუძემდებელი, ამასთან ერთად, ის გახლდათ პოლიგლოტი და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი. მისი თითოეული რეგალია ნოვატორობას და განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ წინანდლის მამულმა ჭავჭავაძეების შემდეგ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ალექსანდრეს სახელი და გავლენა დღემდე მოჰყვება მას.

ჭავჭავაძეების სასახლეში იკრიბებოდნენ მე-19 საუკუნის საუკეთესო მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. თავადი გულუხვად მასპინძლობდა კულტურულ ღონისძიებებს, გამოფენებსა და ლიტერატურულ საღამოებს. ჭავჭავაძეების სალონის სტუმრები იყვნენ ალექსანდრე დიუმა, მარი-ფელისიტე ბროსე, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე გრიბოედოვი, ნიკოლოზ ბარათაშვილი... სტუმრები წინანდლის მამულს "პოეტებისა და მწერლების ლიტერატურულ გულს" უწოდებდნენ. აქ ჩაეყარა საფუძველი ქართული თეატრის დაარსების იდეასაც.

ჭავჭავაძეების მამულის ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია წარმატებით გრძელდება „წინანდლის ფესტივალის“ სახით, რომელმაც უკვე ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების რუკაზე.

ალექსანდრე ჭავჭავაძე იმ დროის საქართველოს ევროპასთან დაახლოების და დასავლური ფასეულობების გაზიარების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. ალექსანდრე იყო პირველი ქართველი, რომელმაც საქართველოში ევროპული კულტურის და ყოველდღიური ცხოვრების სახასიათო ატრიბუტები შემოიტანა: როიალი, ბილიარდი, ეტლი, ძვირფასი ჭაღები და სხვა.

კომპანიის შესახებ

2019

„ᲡᲘᲚᲥ ᲠᲝᲣᲓ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ“ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ, 2019 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ „ᲠᲐᲓᲘᲡᲝᲜ ᲥᲝᲚᲔᲥᲨᲔᲜᲘᲡ“ ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲨᲘ ᲬᲘᲜᲐᲜᲓᲚᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲙᲚᲐᲡᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲘᲡ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲡ ᲩᲐᲔᲧᲐᲠᲐ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝᲨᲘ ᲔᲠᲗ-ᲔᲠᲗ ᲣᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲔᲡ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲡ

2018

2018 ᲬᲔᲚᲡ ᲬᲘᲜᲐᲜᲓᲚᲘᲡ ᲛᲐᲛᲣᲚᲨᲘ „ᲡᲘᲚᲥ ᲠᲝᲣᲓ ᲯᲒᲣᲤᲛᲐ“ ᲙᲐᲮᲔᲗᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ 5-ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲡ ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝ „ᲠᲐᲓᲘᲡᲝᲜ ᲥᲝᲚᲔᲥᲨᲔᲜᲘ“ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ

2010

„ᲡᲘᲚᲥ ᲠᲝᲣᲓ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ“ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲘᲗ ᲐᲥ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲒᲠᲫᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ ᲭᲐᲕᲭᲐᲕᲐᲫᲘᲡ ᲛᲔᲦᲕᲘᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲔᲑᲘ.

2006

2006 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ „ᲡᲘᲚᲥ ᲠᲝᲣᲓ ᲯᲒᲣᲤᲛᲐ“ ᲬᲘᲜᲐᲜᲓᲚᲘᲡ ᲛᲐᲛᲣᲚᲘᲡ ᲫᲘᲠᲤᲔᲡᲕᲘᲐᲜᲐᲓ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲘᲢᲐ. ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲘᲓᲔᲐ ᲐᲛ ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲓᲒᲘᲚᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲤᲐᲡᲔᲣᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲪᲝᲪᲮᲚᲔᲑᲐ ᲘᲧᲝ. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲛᲔᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲫᲔᲒᲚᲘᲡ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲛᲐᲛᲣᲚᲘᲡ ᲠᲔᲡᲢᲐᲕᲠᲐᲪᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲦᲓᲒᲔᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ „ᲡᲘᲚᲥ ᲠᲝᲣᲓ ᲯᲒᲣᲤᲛᲐ“ 60 ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲘ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲐ ᲒᲐᲜᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲐ.

კონტაქტი