რადისონ ქოლექშენის შესახებ
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“ სილქროუდ ჯგუფმა 2018 წლის შემოდგომაზე გახსნა.
რეგიონის მასშტაბით პირველი 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მოხდენილი არქიტექტურით და განსაკუთრებული, ელეგანტური დიზაინით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წინანდლის მამულის ჰარმონიულ ნაწილად იქცა.
სასტუმროს უნიკალურ არქიტექტურასა და დიზაინის კონცეფციაზე მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორ-დიზაინერებმა იმუშავეს: ესპანელ-მექსიკელი არქიტექტორი კრისტინა გაბა, გერმანელი განათების დიზაინერი ინგო მაურერი, აკუსტიკის დიზაინერი დამიენ ფიგუერა და ქართველი ხელოვანი და მოქანდაკე თამარ კვესიტაძე.