ბოლრუმი
წინანდლის ისტორიულ მამულში საუკეთესო გარემოა ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, განსაკუთრებული და სამუდამოდ დასამახსოვრებელი მოვლენის - ქორწილის დასაგეგმად. ამფითეატრისა და მასთან მიმდებარე ღონისძიებების დარბაზის სივრცეები მასშტაბური, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ქორწილების ორგანიზების არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა, წვეულებასთან დაკავშირებული სერვისების სრული კომპლექტის უზრუნველყოფით: დეკორის მოწყობა და დიზაინი, ღონისძიების ყველა სახის გაფორმება, ფოტო-სესიების მოწყობა, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდება და სხვა... წინანდლის მამულის ულამაზესი ბაღი მართლაც იდეალური ადგილია ულამაზესი, გამორჩეული და ელეგანტური ხელის მოწერის ცერემონიების, ასევე, სხვა ნებისმიერი სახის გარე-ღონისძიებების ჩასატარებლად. აღნიშნული სერვისი კომერციული სახისაა და დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სასტუმროს რეცეფციას. ტელ: +995350277700.

