მთავარ შინაარსზე გადასვლა

      Tsinandali Estate

      Tsinandali Estate კლასიკური ქართული მეღვინეობის სამშობლოდ ითვლება — აქ ჩამოისხა საქართველოში პირველი ბოთლის ღვინო. მამული კახეთის, ქვეყნის ყველაზე ცნობილი ღვინის მხარის, გულში მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში ჭავჭავაძეების სათავადო საგვარეულოს ეკუთვნოდა. თუმცა მისი ნამდვილი აღორძინება თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786–1846) სახელს უკავშირდება — პოეტის, მეცენატის, გამოჩენილი სამხედრო და კულტურის მოღვაწის.

      თავად ალექსანდრეს ხელმძღვანელობით Tsinandali Estate-მა საქართველოს 8000-წლიანი მეღვინეობის მემკვიდრეობა თანამედროვე ევროპულ მეთოდებს შეუერთა და კლასიკური ქართული მეღვინეობის საფუძველი ჩაუყარა. ეს კეთილშობილური ტრადიცია დღესაც ცოცხალია: ქვევრის უძველესი წესები თანამედროვე მეთოდებთან ჰარმონიულად თანაარსებობს. მამულის ყველაზე ცნობილ ღვინოებს შორისაა ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) თეთრი ღვინო „წინანდალი“ და გამორჩეული წითელი ღვინოები.

      წინანდალი — საუკუნეების ნაძერწი მიწა

      ცივ-გომბორის მთების ძირში, სადაც ფერდობები მზიან ალაზნის ველს უერთდება, წინანდალი მდებარეობს. მდინარიდან დილის ნისლი ამოდის და კახური მზის ქვეშ ვენახებს ავლენს. ტყიანი ქედებიდან საღამოს გრილი ჰაერი ეშვება და მიწის ყოველდღიურ რიტმს აყალიბებს.

      ღვინის არჩევანი

      Tsinandali Estate-ის ღვინოები, მაგარი სასმელები და ბრიუტი საქართველოს უძველესი მეღვინეობის სულს გამოხატავს. თითოეული ბოთლი წინანდლის ისტორიულ ტერუარზე, მამულის საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება და ტრადიციისა და თანამედროვე ოსტატობის ბალანსს ასახავს — ყოველ ჭიქაში იგრძნობა ელეგანტურობა, ნამდვილობა და ამ ადგილის ხასიათი.

      ჩვენი ტერუარი — Tsinandali Estate-ის ცოცხალი სული

      ჩვენი ვენახები წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ზონაში, დამრეც ფერდობებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზეა გაშენებული — იქ, სადაც მთის ჰაერი ალაზნის ველს ხვდება. მუხნარისა და ღია ცის ურთიერთქმედება დაბალანსებულ გარემოს ქმნის, რომელსაც სინათლე, ჰაერი და ნიადაგი აყალიბებს.

      ჩვენი მეურნეობის ფილოსოფია — ვენახთან ჰარმონიაში

      ჩვენი 40-ჰექტრიანი ვენახი წინანდლის ფერდობებზეა გაშენებული. ის დილის მზისკენაა მიქცეული, ირგვლივ მდებარე მუხნარი კი მას ბუნებრივად აგრილებს.

      ღვინო

      Tsinandali Estate-ის ვენახებში ყურძენს ხელით, დიდი სიფრთხილით კრეფენ, რათა უმაღლესი ხარისხის ტრადიციული და კლასიკური ღვინოები დააყენონ. Tsinandali Winery ძველ ქართულ ტრადიციას აგრძელებს, რომლის მიხედვითაც ღვინო 6 თვე ქვევრში, ჭაჭაზე დგას. ამავდროულად, ჩვენ მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიებსაც ვიყენებთ: მარანი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, უჟანგავი ფოლადის ავზებითა და ღვინის დასავარგებელი ევროპული კასრებით. 

      ენოთეკა

      თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის შესანიშნავი ღვინის კოლექცია დღეს წინანდლის ისტორიულ ენოთეკაში ინახება: აქ 70 სხვადასხვა ღვინის 16 500-ზე მეტი ბოთლია. კოლექციის საგანძურს შორისაა Tsinandali Estate-ის 1839 წლის მოსავლის საფერავი — საქართველოში ყველაზე ძველი ჩამოსხმული ღვინო, რომელიც 1841 წელს ჩამოისხა.

      ღვინის სიმპოზიუმი

      ღვინის სიმპოზიუმის სტუმრებს დახვეწილი არჩევანი ელით: ბორდოს ლეგენდარული Grand Cru ღვინოები და საქართველოს საუკეთესო ღვინოები. ღვინის გარდა, მონაწილეები ქართულ გასტრონომიასა და ხელოვნებასაც გაეცნობიან: მოისმენენ კლასიკურ და ჯაზურ მუსიკას, დაესწრებიან სუხიშვილების ქართული ფოლკლორის საღამოს და გალა-ვახშამს, რომელსაც MICHELIN-ის სამვარსკვლავიანი შეფი Silk Hospitality-ს ბრენდ-შეფ ირაკლი ასათიანთან ერთად ამზადებს. სიმპოზიუმი ღვინის ცოდნისა და კულტურული სიმდიდრის ერთგვარი სიმფონიაა, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთად ზეიმობს.

      მეღვინე

      დავით მაისურაძე Tsinandali Estate-ის მთავარი მეღვინე და ექსკლუზიური, გამორჩეული ღვინოების ავტორია. წინანდალში მეღვინეობას ის პირველად 1988–1991 წლებში ხელმძღვანელობდა, განახლებულ Tsinandali Estate-ში კი 2013 წელს დაბრუნდა.