მთავარ შინაარსზე გადასვლა

      Tsinandali Estate

      საქართველოს სახელგანთქმული ღვინის მხარის გულში მდებარე Tsinandali Estate გიწვევთ, ერთი გამორჩეული ადგილიდან აღმოაჩინოთ მრავალი ვენახი და რეგიონის მდიდარი ისტორია.

      ისიამოვნეთ სახურავზე მდებარე შესანიშნავი ინფინიტი აუზით, რომელიც კავკასიონის მთებს გადაჰყურებს, მრავალფეროვანი რესტორნებითა და გამაცოცხლებელი სპათი — დაუვიწყარი დასვენებისთვის. ჩვენს საკონფერენციო სივრცეებს შორისაა შთამბეჭდავი ღია ამფითეატრი 1200-მდე სტუმრისთვის.

      საქმიანი მიზნით მოგზაურობთ თუ დასასვენებლად, მოხარულები ვიქნებით, საქართველოში თქვენი ვიზიტი განსაკუთრებული და გამორჩეული გავხადოთ.

      საქართველოსა და კახეთის შესახებ

      კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კუთხე და ქვეყნის განთქმული მეღვინეობის გულია. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კახეთი სტუმრებს მზით გაჟღენთილი ველებით, საუკუნოვანი მონასტრებითა და ადგილობრივების გულთბილი მასპინძლობით ხიბლავს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უძველეს თიხის ქვევრებში დაყენებული ღვინო, გაისეირნოთ ვენახებში, საიდანაც თოვლიანი კავკასიონი მოჩანს, და ისიამოვნოთ ტრადიციული ქართული სუფრით — გულითადი სადღეგრძელოებითა და სულისშემძვრელი სიმღერებით.

      ოთახები და ლუქსები

      ჩვენი 124 ოთახისა და ლუქსის დიზაინი ესპანელ დიზაინერებს, კრისტინა გაბასსა და დამიან ფიგერასს ეკუთვნის. წელიწადის დროებით შთაგონებული ინტერიერი დახვეწილიც არის და ძალიან მყუდროც. დამამშვიდებელი ფერები და ბუნებრივი მასალები კავკასიონის მთების, ვენახებისა და ტყის ხედებით სრულდება.

      რესტორნები და ბარები

      ჩვენი სასტუმრო სტუმრებს ტერიტორიაზე ხუთ კომფორტულ სარესტორნო სივრცეს სთავაზობს, სადაც დღის ნებისმიერ დროს დაიკმაყოფილებთ მადას. Prince Alexander-ში ავთენტური ქართული სამზარეულოთი ისიამოვნეთ. Le Bistro-ში ფრანგული სამზარეულო გასინჯეთ — აქ შუადღისას სპეციალურ ყავასა და საკონდიტრო ნაწარმსაც მიირთმევთ. არ დაგავიწყდეთ, Gaumarjos Wine Bar-ში ღვინის დეგუსტაციაზე შემოიაროთ. რეგიონის საუკეთესო ქართული ღვინით მოგხიბლავთ!

      შეხვედრები და ღონისძიებები

      ჩვენი ღონისძიებების გუნდი დაგეხმარებათ, საქმიანი თუ კერძო ღონისძიებისთვის სამი სივრციდან შესაფერისი აირჩიოთ: მრავალფუნქციური Gallery, ელეგანტური Theatre და შთამბეჭდავი Amphitheatre. ფოიე, მენიუს ვარიანტები და თანამედროვე აღჭურვილობა ღონისძიების წარმატებას უზრუნველყოფს, სასტუმროს ულამაზესი ბუნება და Tsinandali Estate-ის ვენახი კი ნებისმიერ ღონისძიებას შთამბეჭდავ ფონს უქმნის.

      ფიტნესი და ველნესი

      Anne Semonin Spa-ში არის ფიტნეს კლუბი, ფინური საუნა, ორთქლის ოთახი და ღია აუზი (სეზონური).

      მამულის მეორე ველნეს-სივრცეა Infinity Pool & Leisure Club, სადაც არის დახურული აუზი მოძრავი გამჭვირვალე კედლებითა და სახურავით, საბავშვო აუზი და ტერასა.

      Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

      Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.