ვებსაიტის გამოყენების წესები და პირობები
- შეზღუდვები
- თქვენი კონფიდენციალურობა
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ვებგვერდი, ნებისმიერი სხვა ვებგვერდის მსგავსად, ლოგ-ფაილების სტანდარტულ პროცედურას იყენებს. ლოგ-ფაილები და ქუქი-ფაილები მომხმარებელთა ქცევის შესახებ ინფორმაციის შესანახად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ისინი აგენერირებენ და აგროვებენ შემდეგ ინფორმაციას:
IP მისამართი;
მოწყობილობის ტიპი;
ბრაუზერი;
ვებგვერდზე მომხმარებლის ვიზიტის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა;
რომელი პლატფორმიდან გადმოვიდა მომხმარებელი ვებგვერდზე;
ინფორმაცია ვებგვერდზე მომხმარებლის აქტივობის შესახებ — რომელი პროდუქტი ნახა;
ეს ინფორმაცია კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის არ გამოიყენება და მხოლოდ ანალიტიკურ მიზნებს ემსახურება;
ამ მონაცემების შეგროვების ძირითადი მიზნებია:
- ტენდენციების ანალიზი;
- ვებგვერდს მართავს www.sre.ge;
- მომხმარებელთა აქტივობების მიმოხილვა მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის;
- ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და წარმართვა;
- სტატისტიკის წარმოება;
- მომხმარებლებისთვის დამატებითი რეკომენდაციებისა და რჩევების გავრცელება.
- ვებგვერდის გამოყენების დასაწყისში მომხმარებელს აქვს ქუქი-ფაილების დაშვების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და გააგრძელებს ვებგვერდის გამოყენებას, ასეთი ქმედება ჩაითვლება კონფიდენციალურობის პოლიტიკის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის მიღებად.
ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლა ბრაუზერის პარამეტრებიდან შეგიძლიათ.
მომხმარებლის უფლებები:
როგორც მომხმარებელს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით:
- რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი.
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
- მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
- მონაცემთა შენახვის პერიოდი, ან თუ კონკრეტული პერიოდის დადგენა შეუძლებელია, პერიოდის განსაზღვრის კრიტერიუმები.
- კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
- უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, შევსება, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრული, არაზუსტი ან მოძველებულია, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება უკანონოდ მოხდა. ასეთ მოთხოვნას მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვუპასუხებთ.
ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ თანხმობა და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და დამუშავებული მონაცემების განადგურება. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა უფლებით.
მომხმარებლის ვალდებულებები:
როგორც მომხმარებელი, თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ სრული და ზუსტი პერსონალური მონაცემები.
მომხმარებლის მონაცემების გაზიარება:
პერსონალურ მონაცემებს ვაზიარებთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე იმ ორგანიზაციებთან, რომელთა ჩართულობაც მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურებისა და პროდუქტების მისაწოდებლად აუცილებელია. პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია გადაეცემა: სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი კომპანიებისთვის გადაცემული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, ასევე სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის. გარდა ამისა, უფლებამოსილი ვართ, პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე მხარეს.
მარკეტინგი:
შესაძლოა, თქვენგან მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული სერვისებისა და/ან პროდუქტის შეთავაზებების გასაცნობად. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გვაქვს იმ ფარგლებში, რამდენადაც თქვენ გვიზიარებთ მათ ან რამდენადაც ჩვენ ვაგროვებთ მათ თქვენთვის მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი საშუალებებით. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს მონაცემებს თქვენი პრეფერენციებისა და ინტერესების გასაგებად, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომელი პროდუქტები, სერვისები ან შეთავაზებები შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური ინტერესი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების საწინააღმდეგო. თქვენ გაქვთ უფლება დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს და მოითხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
პერსონალური მონაცემების შენახვა:
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვინახავთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რაც აუცილებელია კანონმდებლობაში და ამ პოლიტიკის დოკუმენტში გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
თანხმობის გამოხმობა:
თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუ ამას სხვა სამართლებრივი მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება. ამისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის გამოხმობის შემდეგ შესაძლოა ზოგიერთი პროდუქტის ან მომსახურების მოწოდება ვეღარ შევძლოთ.
მესამე მხარეები:
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ვებსაიტებზე, რომლებიც შესაძლოა ჩვენს ვებგვერდზე გარე ბმულების სახით იყოს განთავსებული. ამ ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება ჩვენისგან განსხვავდებოდეს. გირჩევთ, გაეცნოთ ყველა იმ ვებსაიტის წესებსა და პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელზეც გარე ბმულით გადახვალთ.