წინანდალი
მოსავლის წელი
2023
სტილი
წითელი მშრალი
ისტორია
კახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წითელი ჯიშისგან დაყენებული ეს ღვინო საფერავის მდიდარ ხასიათს განასახიერებს — წითელი და შავი კენკრის უხვი არომატით. საშუალო სხეულის, ცოცხალი ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათად ქცეული წითელი ჯიშის ნათელი გამოხატულებაა.
ტერუარი
საფერავი წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.
მევენახეობა
ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.
ჯიშები
საფერავი 100%
ვინიფიკაცია
გულდასმით, ხელით შერჩეულ ყურძნის მტევნებს კლერტი მოაცილეს და ნაზად დაჭყლიტეს, შემდეგ კი დუღილი უჟანგავი ფოლადის ავზებში დაიწყო. ტკბილი ორი კვირის განმავლობაში, 24 °C-ზე, ჭაჭასთან სრულ კონტაქტში იმყოფებოდა, რამაც ღრმა ფერი და მდიდარი ჯიშური ხასიათი ჩამოაყალიბა. დუღილის დასრულების შემდეგ ღვინო ჭაჭას მოაცილეს და ზამთრის განმავლობაში ბუნებრივად დაიხვეწა. მომდევნო გაზაფხულზე ის ბოთლებში ჩამოასხეს — რითაც მოსავლის წლის სიახლე, სისუფთავე და ავთენტური ხასიათი შეინარჩუნა.
ალკოჰოლი
15 %
სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება
ეს ღვინო ჯიშურ ხიბლს ტყის კენკრის, მოცვის, ჟოლოსა და მწიფე ალუბლის ცოცხალი არომატებით ავლენს. გემოზე აბრეშუმისებრი და დახვეწილია — ხავერდოვანი ტანინებით, დაბალანსებული მჟავიანობითა და მოხდენილი საშუალო სხეულით. კარგად ეხამება ნოყიერ, გრილზე და ღუმელში შემწვარ ხორცს, ცხარე კერძებს, დავარგებულ მაგარ ყველს და სხვ.
