სოფია
მოსავლის წელი
2023
სტილი
წითელი მშრალი
ისტორია
ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ქალიშვილის სახელობის „სოფია“ საქართველოში პირველი მსუბუქსხეულიანი მშრალი ხვანჭკარაა.
ტერუარი
ალექსანდროული და მუჯურეთული ერთ ვენახში, გვერდიგვერდ ხარობს — თითოეული თავის უნიკალურ ხასიათს მატებს ჰარმონიულ, ერთიან ღვინოს. დასავლეთ საქართველოს ამ ჯიშებთან მუშაობა კახეთის შუაგულში მომხიბვლელი და აღმოჩენებით სავსე პროცესია, რომელიც ტერუარისა და ჰარმონიის ახალ შრეებს ავლენს. ვენახი ზღვის დონიდან 600–650 მეტრზე მდებარეობს და მას მუხის ტყე აკრავს, რომელიც რბილ მიკროკლიმატს ქმნის. კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგი წონასწორობისა და სიღრმის იდეალური საფუძველია და ორივე ჯიშს საშუალებას აძლევს, გამოავლინოს თავისი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი ხასიათი.
მევენახეობა
ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.
ჯიშები
ალექსანდროული, მუჯურეთული
ვინიფიკაცია
ხელით მოკრეფილი და გულდასმით შერჩეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძენი ჭაჭასთან ერთად უჟანგავი ფოლადის ავზებში, 24 °C-ზე დუღს, რაც ღვინოს ფერის სიღრმესა და ხასიათს სძენს.
ალკოჰოლი
15%
სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება
ტყის კენკრისა და შავი ქლიავის არომატებს ჰარმონიული ტანინები და ცოცხალი მჟავიანობა ავსებს. იდეალურია ხორცთან, ყველთან და მსუბუქ თევზის კერძებთან.
