მთავარ შინაარსზე გადასვლა

საფერავი

მოსავლის წელი

2014


სტილი

წითელი მშრალი


მოცულობა

1500 მლ.


ისტორია

ჩვენი პორტფოლიოს უძველესი ღვინო, დაყენებული საფერავის სულ პირველი მოსავლისგან. ასაკის მიუხედავად, ის კვლავ გაოცებთ ცოცხალი არომატითა და საოცარი სიახლით, რაც მის სიმწიფესთან ერთად შემდგომი დავარგების მდგრად პოტენციალზეც მეტყველებს.


 
ტერუარი

საფერავი წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.

 


მევენახეობა

ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.


ჯიშები

საფერავი


ვინიფიკაცია

საფერავის ყურძენს განსაკუთრებული სიფრთხილით კრეფენ და ამუშავებენ. სრულად მწიფე მარცვლები ჭაჭასთან ერთად უჟანგავი ფოლადის ავზებში, 25–26 °C-ზე, ორიდან სამ კვირამდე დუღს, რაც ფერის, სტრუქტურისა და არომატის ოპტიმალურ ექსტრაქციას უზრუნველყოფს. დუღილის შემდეგ ღვინო ბურგუნდიული მუხის კასრებში დასავარგებლად გადადის, სადაც მეტ სიღრმეს, კომპლექსურობასა და დახვეწილობას იძენს.


ალკოჰოლი

13.5 %


სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება

ფრანგული მუხის კასრში თორმეტთვიანი დავარგების შედეგად მიღებული სრულსხეულიანი საფერავი ცოცხალი სანელებლოვანი ნოტებითა და მწიფე, ჰარმონიული დაბოლოებით გამოირჩევა. წინანდლის ტერუარის ნამდვილი ანარეკლი შესანიშნავად ეხამება გრილზე შემწვარ და სანელებლებიან კერძებს, ნოყიერ საქონლის ხორცის კერძებს და დავარგებულ ყველს.