საფერავი-მალბეკი
მოსავლის წელი
2024
სტილი
წითელი მშრალი
ისტორია
ორი გამორჩეული ჯიშის უნიკალური კუპაჟი — ხნიერი ვენახის საფერავი და ახალგაზრდა ვაზის მალბეკი. ეს წარმატებული ექსპერიმენტი მალბეკის სიახლესა და სირბილეს საფერავის სიღრმესა და ინტენსივობას უერთებს. შედეგად მივიღეთ ღვინო, რომელიც მამულის ფილოსოფიას ზუსტად ასახავს: ქართული ტრადიციისა და ევროპული ელეგანტურობის ჰარმონიული კავშირი.
ტერუარი
2014 წელს დარგული საფერავი და 2022 წელს დარგული ახალგაზრდა მალბეკი წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.
მევენახეობა
ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.
ჯიშები
მალბეკი 50%, საფერავი 50%
2024 წლის სავეგეტაციო სეზონი
2024 წლის სავეგეტაციო სეზონი წინანდალში კონტრასტებით გამოირჩეოდა — გაზაფხულის წყნარი წვიმები, ზაფხულის ძლიერი სიცხე და შემოდგომის მოულოდნელი თავსხმები. ივლისისა და აგვისტოს სითბომ მწიფება დააჩქარა და რთველიც ადრე დაიწყო, ვენახში გულდასმითმა მუშაობამ კი ყურძნის ჯანმრთელობა და წონასწორობა შეინარჩუნა. წვიმებს შორის კრეფისთვის იდეალური მომენტები ვიპოვეთ და მოვკრიფეთ სიმდიდრით, სიცოცხლითა და ჰარმონიით სავსე ყურძენი.
ვინიფიკაცია
საფერავი და მალბეკი ცალ-ცალკე, უჟანგავი ფოლადის ავზებში დააყენეს, რომ თითოეულს თავისი უნიკალური ჯიშური ხასიათი შეენარჩუნებინა. საფერავი ჭაჭასთან ერთად 24 °C-ზე დადუღდა და ღრმა ფერი და დახვეწილი ტანინები შეიძინა, ხოლო ახალგაზრდა ვაზის მალბეკი დაჭყლეტილი და მთლიანი მარცვლების ნარევით დადუღდა. კონცენტრაციისა და ტექსტურის გასაძლიერებლად მალბეკის ტკბილის 15% სენიეს მეთოდით გამოუშვეს. მომთმენი დეგუსტაციებითა და კუპაჟის ცდებით ორ ღვინოს შორის სრული ჰარმონია მოიძებნა — წონასწორობა, რომელიც ორივეს გამორჩეულ ხასიათსაც ასახავს და მამულის უტყუარ იდენტობასაც.
ალკოჰოლი
14.5 %
სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება
ორი სული სრულ ჰარმონიაში — საფერავის ძალა მალბეკის ელეგანტურობას ერწყმის. შავი ალუბლისა და ქლიავის არომატები სანელებლებისა და გრაფიტის ნატიფ ნოტებთან ერთად იშლება. გემოზე საშუალოდან სრულ სხეულამდეა: საფერავის მკვრივი სტრუქტურა მალბეკის რბილ ხილოვნებასა და სიმრგვალეს ხვდება. დაბოლოება მოხდენილად გრძელდება — სიღრმისა და დახვეწილობის უწყვეტი დუეტი. ღვინო შესანიშნავად ეხამება მსუბუქად მომზადებულ ხორცს, ახალ სალათებს და ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს.
