მთავარ შინაარსზე გადასვლა

თავადი კონსტანტინე ჭავჭავაძე

მოსავლის წელი

2017


სტილი

წითელი მშრალი


ისტორია

თავად კონსტანტინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ეს საფერავი ავლენს სიღრმეს, სიმდიდრესა და ელეგანტურობას — იმას, რაც სრულსხეულიან კლასიკურ ღვინოს განსაზღვრავს.


ტერუარი

საფერავი წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.


მევენახეობა

ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.


ჯიშები

საფერავი 100%


ვინიფიკაცია

გამორჩეული ხარისხის საფერავის ყურძენი ჭაჭასთან ერთად ორი კვირის განმავლობაში, 25 °C-ზე დუღდა უჟანგავი ფოლადის ავზებში. ამ გულდასმითმა პროცესმა ღვინოს შესანიშნავი ექსტრაქტულობა, ღრმა ფერი და სავსე, უხვი სხეული შესძინა — საფერავის ინტენსივობისა და სიღრმის ნამდვილი გამოხატულება.


ალკოჰოლი

13.5 %


სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება

გამოკვეთილ შავი და წითელი კენკრის არომატს სანელებლოვანი, სრულსხეულიანი გემო მოსდევს — ჰარმონიული მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. შესანიშნავად ეხამება სტეიკს, მწვადს, ცილით მდიდარ კერძებს და დავარგებულ ყველს.