მთავარ შინაარსზე გადასვლა

პრინცი ალექსანდრე ჭავჭავაძე უმცროსი

მოსავლის წელი

2019


სტილი

წითელი მშრალი


ისტორია

წინანდლის ბიოდინამიკურ ვენახში მოკრეფილი საფერავის ყურძნის უმაღლესი ხარისხი ამ სრულსხეულიან ღვინოში აშკარად იგრძნობა — ის საუკეთესო ნიადაგისა და ტერუარის გავლენას ზუსტად ირეკლავს.


 
ტერუარი

წინანდლის ბიოდინამიკური ვენახი წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ზონის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს: 2.5 ჰექტარს მუხის ტყე და ხევი აკრავს. დილის მზისკენ მიმართულ ვენახს შესანიშნავი განათება და ბუნებრივი წონასწორობა აქვს. ნიადაგი — თიხისა და კირქვის ჰარმონიული ნაზავი — იდეალურ პირობებს ქმნის სიცოცხლისუნარიანობისა და სიღრმისთვის. ბიოდინამიკური პრინციპებით და მთვარის კალენდრის მიხედვით დამუშავებული ეს ვენახი ასახავს ჩვენს ერთგულებას — ვიმუშაოთ ბუნების რიტმში და პატივი ვცეთ მიწის ცოცხალ ენერგიას.


მევენახეობა

ვენახს განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიზუსტით უვლიან. ბიოდინამიკური პრინციპების შესაბამისად, ვენახის მოვლა მთვარის ფაზებს მიჰყვება და მხოლოდ ბუნებრივ პრეპარატებს ეყრდნობა, როგორიცაა ადგილობრივი მცენარეებისგან დამზადებული მცენარეული ნაყენები. ქიმიური დამუშავების სახით მხოლოდ დაბალი კონცენტრაციის სპილენძისა და გოგირდის ხსნარები გამოიყენება, რაც ვაზის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ამავდროულად მიმდებარე ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. 


ჯიშები

საფერავი 100%


ვინიფიკაცია

ბიოდინამიკურ ვენახში ხელით მოკრეფილი და გულდასმით შერჩეული საფერავის ყურძენი უჟანგავი ფოლადის ავზებში, ჭაჭასთან სრული კონტაქტით, 23–25 °C-ზე და მინიმალური ჩარევით დადუღდა. ღვინო ბოთლებში გაუფილტრავად ჩამოისხა, რამაც მისი ბუნებრივი სიღრმე და ავთენტურობა შეინარჩუნა.


ალკოჰოლი

15 %


სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება

ამ სრულსხეულიან ბიო საფერავში წინა პლანზე წითელი მოცხარი და ბროწეულია; მდიდარი, სტრუქტურული გემო შესანიშნავად ეხამება წითელ ხორცს.