პინო ნუარი
მოსავლის წელი
2023
სტილი
წითელი მშრალი
ისტორია
მამულის ორსაუკუნოვანი ფილოსოფიის — ქართული და ევროპული ტრადიციების ჰარმონიული შერწყმის — ნათელი სიმბოლო. დამზადებულია კახეთში, წინანდლის ვენახებში მოყვანილი ფრანგული პინო ნუარისგან.
ტერუარი
წინანდლის ვენახები წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ზონის აღმოსავლეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზეა გადაჭიმული. ვაზი ხარობს განსაკუთრებულ, კარგად დრენირებულ თიხნარ-კირქვიან ნიადაგზე, რომელიც ამ ისტორიული ტერუარის ხასიათს განსაზღვრავს. ამ ლანდშაფტში, 680–700 მეტრზე, ნახევარ ჰექტარზე ნაკლები ნაკვეთია, სადაც პინო ნუარი ხარობს. ამ კლასიკური ფრანგული ჯიშის წინანდლის ტერუარზე დანერგვა საინტერესო და ნაყოფიერი ექსპერიმენტი აღმოჩნდა. ჩვენ კვლავ ვაკვირდებით, როგორ ავლენს ვაზი თავს ჩვენს უნიკალურ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებში. ჯერჯერობით ვენახი ჯანსაღ, მაღალი ხარისხის მოსავალს იძლევა, რომელიც ძალიან პერსპექტიულია.
მევენახეობა
ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.
ჯიშები
პინო ნუარი
ვინიფიკაცია
ეს ღვინო ორი მოსავლის კუპაჟია. 2022 წლის მოსავალი უჟანგავი ფოლადის ავზებში დადუღდა, შემდეგ კი საშუალოდ გამოწვულ ბურგუნდიულ კასრებში გადაიტანეს, სადაც მან ვაშლ-რძემჟავური დუღილიც გაიარა. 2023 წლის მოსავალი უჟანგავ ფოლადში მთლიანი მარცვლებით დუღდა, რამაც ხილის სიახლე და სისუფთავე შეინარჩუნა. ბოლოს ორივე კომპონენტი თანაბარი წილით შეურიეს ერთმანეთს — სიღრმისა და სიცოცხლის 50/50 ჰარმონია.
ალკოჰოლი
13.5 %
სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება
სტრუქტურული ღვინო უხვი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. მასში ცოცხალი წითელი ხილისა და კენკრის არომატებს სანელებლებისა და ვანილის ნიუანსები ერწყმის. იდეალურია წითელ ხორცთან, შებოლილ ან მკვეთრად შეზავებულ კერძებთან.
