ნათელა
ნათელა
მოსავლის წელი
2021
სტილი
თეთრი მშრალი
მოცულობა
1500 მლ.
ისტორია
გალაკტიონ ტაბიძის ლექსითა და მასთან დაკავშირებული ულამაზესი ლეგენდით შთაგონებული, ნათელა უნიკალური ნაზავია, რომელიც ექსკლუზიურად... Tsinandali Estate .
ტერუარი
ქისი, ხიხვი, მწვანე, ცოლიკოური და თეთრა წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.
მევენახეობა
ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.
ჯიშები
ქისი, ხიხვი, მწვანე, ცოლიკოური, თეთრა
ვინიფიკაცია
ხუთივე გულდასმით შერჩეული ჯიშის ყურძნის ტკბილი უჟანგავი ფოლადის ავზებში შეაგროვეს, სადაც დუღილი რამდენიმე დღე, კონტროლირებად, 13–14 °C ტემპერატურაზე მიმდინარეობდა. დუღილის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ღვინო ორი თვე ლექზე დაყოვნდა და სიღრმე, ტექსტურა და ნატიფი კომპლექსურობა შეიძინა.
ალკოჰოლი
14 %
სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება
არომატში ვაშლისა და ტკბილი ციტრუსის ცოცხალი ნოტები იშლება, გემოზე კი ხალისიანი ხილი მაგრილებელ მჟავიანობას ერწყმის. იდეალური თანმხლებია თეთრი ხორცის, თევზის, ზღვის პროდუქტების, სალათებისა და სხვ.
