ქისი
მოსავლის წელი
2024
სტილი
თეთრი მშრალი
ისტორია
ელეგანტური თეთრი ღვინო გამორჩეული ჯიშური ხასიათით. ტრადიციული ქართული წესით დაყენებული — ისე, როგორც ათასწლეულების განმავლობაში — ის მარტივიცაა და დახვეწილიც და ყოველ ყლუპში საოცარ სიღრმესა და ავთენტურობას ავლენს.
ტერუარი
ქისი წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.
მევენახეობა
ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.
ჯიშები
ქისი 100%
2024 წლის სავეგეტაციო სეზონი
2024 წლის სავეგეტაციო სეზონი წინანდალში კონტრასტებით გამოირჩეოდა — გაზაფხულის წყნარი წვიმები, ზაფხულის ძლიერი სიცხე და შემოდგომის მოულოდნელი თავსხმები. ივლისისა და აგვისტოს სითბომ მწიფება დააჩქარა და რთველიც ადრე დაიწყო, ვენახში გულდასმითმა მუშაობამ კი ყურძნის ჯანმრთელობა და წონასწორობა შეინარჩუნა. წვიმებს შორის კრეფისთვის იდეალური მომენტები ვიპოვეთ და მოვკრიფეთ სიმდიდრით, სიცოცხლითა და ჰარმონიით სავსე ყურძენი.
ვინიფიკაცია
შერჩეული ქისის ყურძნის ტკბილი კლასიკური მეღვინეობის სტილით, უჟანგავი ფოლადის ავზებში, კონტროლირებად, 13–14 °C ტემპერატურაზე დადუღდა. ამ ნაზმა პროცესმა ციტრუსისა და ყვავილების ცოცხალ არომატებს სრულად გაშლის საშუალება მისცა და ყურძნის სუფთა, გამომსახველი ხასიათი გამოავლინა.
ალკოჰოლი
14 %
სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება
ცოცხალი მჟავიანობა ციტრუსისა და ყვავილების ნოტების შრეებს ერწყმის და დაბალანსებულ, ხანგრძლივ დაბოლოებაში გადადის. იდეალურია მსუბუქ სალათებთან, თევზსა და ზღვის პროდუქტებთან.
