მთავარ შინაარსზე გადასვლა

კახური კუპაჟი

მოსავლის წელი

2024


სტილი

ქვევრის მშრალი


ისტორია

საქართველოს 8000 წლიანი ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციის პატივსაცემად, ეს ნაზავი კახეთის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებს ეძღვნება - საქართველოს წამყვანი ღვინის რეგიონის გული და სამშობლო... Tsinandali Estate ქვევრში, მიწისქვეშ დამარხულ უძველეს თიხის ჭურჭელში, ექვსი თვის განმავლობაში დადუღებული და დაძველებული ღვინო კანთან ხანგრძლივი კონტაქტით ავლენს კაშკაშა ქარვისფერ-ოქროსფერ ელფერს, რომელიც ზაფხულის მზის სხივებს მოგვაგონებს. ჩვენი წინაპრების მარადიული გზის გაგრძელებით, ეს ღვინო ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე გამორჩეულ მეღვინეობის ტრადიციას.


ტერუარი

ქისი, ხიხვი და მწვანე წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.

 

მევენახეობა

ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.


ჯიშები

ქისი, ხიხვი, მწვანე


2024 წლის სავეგეტაციო სეზონი

2024 წლის სავეგეტაციო სეზონი წინანდალში კონტრასტებით გამოირჩეოდა — გაზაფხულის წყნარი წვიმები, ზაფხულის ძლიერი სიცხე და შემოდგომის მოულოდნელი თავსხმები. ივლისისა და აგვისტოს სითბომ მწიფება დააჩქარა და რთველიც ადრე დაიწყო, ვენახში გულდასმითმა მუშაობამ კი ყურძნის ჯანმრთელობა და წონასწორობა შეინარჩუნა. წვიმებს შორის კრეფისთვის იდეალური მომენტები ვიპოვეთ და მოვკრიფეთ სიმდიდრით, სიცოცხლითა და ჰარმონიით სავსე ყურძენი.


ვინიფიკაცია

თითოეულ ჯიშს ცალკე აყენებენ და ავარგებენ — სპეციალურ, 1500-ლიტრიან ქვევრებში. ჭაჭაზე ხანგრძლივი დაყოვნების მეთოდი ყურძნის განსაკუთრებულ ხარისხს მოითხოვს, ამიტომ მხოლოდ ყველაზე ჯანსაღ მარცვლებს არჩევენ. ავთენტური ქვევრის ტრადიციის ერთგულად, დუღილი ბუნებრივად, ტემპერატურის კონტროლის გარეშე მიმდინარეობს და ღვინო საკუთარ გზას მიუყვება. ექვსი თვის შემდეგ, აპრილში, საუკეთესო კუპაჟის შესაქმნელად რვა ქვევრი გახსნეს. ჩამოსხმამდე ნაზი ფილტრაცია ღვინის გამორჩეულ ხასიათსა და სისუფთავეს ინარჩუნებს.


ალკოჰოლი

14 %


სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება

ეს კუპაჟი ნამდვილი ქვევრის ღვინის სულს ატარებს — მწიფე, მომრგვალებული ტანინები და გაწონასწორებული მჟავიანობა მასში სრულ ჰარმონიაშია. ჭიქიდან ნელა ამოდის მზით გამთბარი კურკოვანი ხილისა და ნაზი სანელებლების ნოტები და ხანგრძლივ, მოხდენილ დაბოლოებაზე შეყოვნებისკენ გიწვევთ. მრავალმხრივი და გამომსახველი ღვინო შესანიშნავად ეხამება შემწვარ ქათამს, წითელ ხორცს ან ტრადიციული ქართული სალათების ცოცხალ გემოს.