საფერავის ჭაჭა
ისტორია
200-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის ნაწილად წინანდლის ღვინის მარანს საკუთარი დისტილერიაც აქვს, სადაც გამორჩეულ საფერავისა და რქაწითელის ჭაჭას, ასევე ორმაგად გამოხდილ ხილის არაყს ამზადებენ. იტალიური Barison-ის უახლესი სახდელი აღჭურვილობის წყალობით თითოეული სასმელი ხარისხის, გემოსა და სისუფთავის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
დისტილაცია
ჭაჭის გამოსახდელად ღვინის დაყენების შემდეგ ქვევრში დარჩენილ ჭაჭას იყენებენ — დადუღებული ყურძნის კანის, რბილობისა და წვენის ნარევს. გამოხდა მაღალი ხარისხის სპილენძის რეფლუქს-აპარატში ხდება, რაც სისუფთავესა და დახვეწილობას უზრუნველყოფს. მიღებულ სასმელს შემდეგ ფრთხილად ამცირებენ სასურველ სიმაგრემდე და ასე აღწევენ სრულ ბალანსსა და სირბილეს.
ალკოჰოლი
42 %
სადეგუსტაციო აღწერა
გამოირჩევა საფერავის ნატიფი ჯიშური ტონებით, რბილი, ხავერდოვანი ტექსტურითა და ნაზი, დახვეწილი ხასიათით.
