მთავარ შინაარსზე გადასვლა

რქაწითელის ჭაჭა

ისტორია

200-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის ნაწილად წინანდლის ღვინის მარანს საკუთარი დისტილერიაც აქვს, სადაც გამორჩეულ საფერავისა და რქაწითელის ჭაჭას, ასევე ორმაგად გამოხდილ ხილის არაყს ამზადებენ. იტალიური Barison-ის უახლესი სახდელი აღჭურვილობის წყალობით თითოეული სასმელი ხარისხის, გემოსა და სისუფთავის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.


დისტილაცია

ჭაჭის გამოსახდელად ღვინის დაყენების შემდეგ ქვევრში დარჩენილ ჭაჭას იყენებენ — დადუღებული ყურძნის კანის, რბილობისა და წვენის ნარევს. გამოხდა მაღალი ხარისხის სპილენძის რეფლუქს-აპარატში ხდება, რაც სისუფთავესა და დახვეწილობას უზრუნველყოფს. მიღებულ სასმელს შემდეგ ფრთხილად ამცირებენ სასურველ სიმაგრემდე და ასე აღწევენ სრულ ბალანსსა და სირბილეს.

 

ალკოჰოლი

42 %

 

სადეგუსტაციო აღწერა

არომატული და კარგად დაბალანსებული, ეს კლასიკური, რბილი კახური ჭაჭა შესანიშნავად ეხამება ყავას და/ან ტკბილეულს. დაბოლოებაში ყურძნის რბილ ნოტებს იგრძნობთ.