მთავარ შინაარსზე გადასვლა

ბრუტი

მოსავლის წელი:

2023

 

სტილი:

თეთრი ბრუტი

 

ისტორია

საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებიდან შერჩეული ხუთი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული Brut ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიას განასახიერებს. წინანდალში, თანამედროვე შარმას მეთოდით დამზადებული ეს ცქრიალა ღვინო ცოცხალი ბუშტუკებით, მაგრილებელი მჟავიანობითა და მოხდენილი დაბოლოებით გხიბლავთ. 

 

ტერუარი

ქისი, ხიხვი, მწვანე, ცოლიკოური და თეთრა წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული ვენახების ცალკეულ ნაკვეთებზე, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს სრულად ავლენს.

 

მევენახეობა

ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.

 

ჯიშები

ქისი, ხიხვი, მწვანე, ცოლიკოური, თეთრა

 

ვინიფიკაცია

ამ ცქრიალა ღვინისთვის განკუთვნილი ყურძენი სხვა ჯიშებზე ადრე დაკრიფეს, რომ მისი ახალი მჟავიანობა და ცოცხალი ხასიათი შენარჩუნებულიყო. დუღილი უჟანგავი ფოლადის ავზებში მიმდინარეობდა — შედეგად მივიღეთ ციტრუსისა და ყვავილების არომატით მდიდარი ღვინო ნათელი, სუფთა პროფილით. შემდეგ ის რამდენიმე თვე ლექზე დაყოვნდა და ვანილის ნაზი ნოტები და კრემისებრი ტექსტურა შეიძინა. ბოლოს, ჩამოსხმამდე, ღვინომ სპეციალურ ავზებში მეორადი დუღილი გაიარა, რამაც სიახლისა და ელეგანტურობის დახვეწილი ბალანსი შეინარჩუნა.

 

ალკოჰოლი

13 %

 

სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება

წინა პლანზე ახალი მწვანე ვაშლი და ციტრუსია, ნატიფი კრემისებრი ნიუანსებით. სიახლის ცოცხალი, ელეგანტური გამოხატულება. იდეალურია მსუბუქ სალათებთან.