ანა
მოსავლის წელი
2023
სტილი
წითელი ნახევრადტკბილი
ისტორია
კიდევ ერთი ქმნილება, რომელიც შთაგონებულია ჭავჭავაძეების ოჯახის მდიდარი ისტორიით. სახელი დაერქვა დიდი ქველმოქმედისა და დიასახლისის პატივსაცემად. Tsinandali Estate , ანა ბაგრატიონი-ჭავჭავაძე. ღვინო ორი აბორიგენული ქართული წითელი ყურძნის ჯიშის დახვეწილ ნაზავს წარმოადგენს.
ტერუარი
საფერავისა და ალექსანდროულის ყურძენი წინანდლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიქცეულ ვენახებში, ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე, ცალკეულ ნაკვეთებზე მოჰყავთ. მუხის ტყით გარშემორტყმულ ფერდობებზე კარგად დრენირებული თიხნარ-კირქვიანი ნიადაგია, რომელიც წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფარგლებში თითოეული ჯიშის ხასიათს იდეალურად გამოხატავს.
მევენახეობა
ჩვენი ფილოსოფია ვენახში იწყება — გვჯერა, რომ გამორჩეული ღვინო ვაზისა და ტერუარის ჰარმონიაში იბადება. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა — ნიადაგის გამამდიდრებელი ჭიაყელებიდან დაწყებული, ვენახში ყოველი სამუშაოს გულისხმიერი შესრულებით დამთავრებული. საფარი კულტურებითა და მდგრადი მეთოდებით, მაგალითად, მავნებლების შეწყვილების დარღვევით, ვინარჩუნებთ დაბალანსებულ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და ვაზი ერთად ხარობს.
ჯიშები
საფერავი, ალექსანდროული
ვინიფიკაცია
ნახევრადტკბილი „ანასთვის“ მხოლოდ სრულად მწიფე, ბუნებრივად მაღალი შაქრიანობის ყურძენი შეირჩა. დუღილი უჟანგავი ფოლადის ავზებში, 23°C ტემპერატურაზე მიმდინარეობდა. ორი კვირის შემდეგ, როცა ნარჩენმა შაქარმა სასურველ დონეს მიაღწია, დუღილი ბუნებრივად შენელდა. ამის შემდეგ ღვინო ჭაჭას გამოაცალეს და პროცესის შესაჩერებლად გააცივეს — ასე მივიღეთ შესანიშნავად დაბალანსებული ნახევრადტკბილი ღვინო.
ალკოჰოლი
14.5 %
სადეგუსტაციო აღწერა და შეხამება
წითელი ხილის მკვეთრ არომატებს ხილისებრი, ხავერდოვანი გემო მოსდევს, რომელსაც დახვეწილად ავსებს დაბალანსებული ტანინები. მჟავიანობა და სიტკბო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და რბილ, მიმზიდველ დაბოლოებას ქმნის. შესანიშნავად უხდება მსუბუქ დესერტებს.
