მეღვინეობა

ვენახი

წინანდლის ვენახი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე, 40 ჰექტარ მიწაზეა გადაშლილი. ვენახში 11 ქართული ჯიშის ვაზია გაშენებული: საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი, უსახელოური, ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, თეთრა და ოჯალეში. აქვე, ქართული ვაზის გვერდით ყურძნის ერთადერთი უცხოური ჯიში - პინო ნუარი ხარობს.
ვენახის შესახებ

კირქვიან ნიადაგზე გაშენებული წინანდლის ვენახი ორი ხევით და მუხის ტყითაა შემოსაზღვრული. ვენახის სპეციფიური ნიადაგი, ხევისა და ტყის ირგვლივ შექმნილი მიკროკლიმატი და განსაკუთრებული მიკროზონა უნიკალურ ტერუარს ქმნის.

წინანდლის ვენახის ნაწილი ორგანული ღვინის წარმოებას აქვს დათმობილი, სადაც მიწა და ვაზი ბიოდინამიური მეთოდებით, მთვარის ციკლების მიხედვით მუშავდება და ასე მიიღება ორგანული ღვინო - საფერავი ბიოდინამიური.