ჩვენი მემკვიდრეობა

ენოთეკა

ენოთეკა - წინანდლის ღვინის მუზეუმი

ალექსანდრე ჭავჭავაძემმე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგია შემოიტანა და ქართული ღვინის ახალი სტანდარტი შექმნა. წინანდლის მამულში მან ღვინის წარმოების და ორთქლით არყის გამოხდის საწარმო მოაწყო და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი ააშენა, რომელშიც დიდი ქვევრები განალაგა და კასრების სახელოსნოც გახსნა.

ასე დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა!

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ ენოთეკაში დღესაც დაცულია ალექსანდრეს ძვირფასი ღვინის კოლექცია, რომელიც 70 დასახელების 16 500 ბოთლ ღვინოს მოიცავს. მათ შორისაა, საქართველოში უძველესი ბოთლში ჩამოსხმული ღვინო - 1839 წლის „წინანდლის მამულის“ საფერავი, რომელიც ბოთლში 1841 წელს სწორედ წინანდალში, ჭავჭავაძეების მარანში ჩამოისხა.

წინანდლის ღვინის მუზეუმში, ალექსანდრეს მარანში დაწურული ღვინოების გვერდით, უცხოური უნიკალური ექსპონატებიც ინახება. აქ ნახავთ შატო ლაფიტის შატო მარგოს და შატო დ’იკემის მე-19 საუკუნის დროინდელ უძვირფასეს ღვინოებს,მე-20 საუკუნის დასაწყისში ბოთლში ჩამოსხმული იაპონურ ლუდს და ა.შ..

წინანდლის ღვინის მუზეუმში კვლავ გრძელდება ალექსანდრეს დანერგილი ტრადიცია და დღესაც, წინანდლის მარანში ჩამოსხმული თითოეული სახეობის ღვინის 100 ბოთლი ექსპონატის სახით რჩება და ინახება ისტორიულ ენოთეკაში.